მოსკოვის პოლიციამ მასშტაბური ტერორისტული აქტი აღკვეთა. ამის შესახებ რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ტერორისტთა ჯგუფი, რომლებსაც ჩხრეკისას ასაფეთქებელი მოწყობილობები და 4 კილოგრამამდე ტროტილი აღმოაჩნდათ. სპეცოპერაციის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.