ირანის სასამართლომ “ვაშინგტონ პოსტის” ჟურნალისტი გაათავისუფლა. ჯეისონ რეზაიანი თეირანში გასულ წელს დააპატიმრეს. მას ბრალი ჯაშუშობაში ედებოდა. რეზაიანი, რომელსაც შეერთებული შტატებისა და ირანის მოქალაქეობა აქვს, “ვაშინგტონ პოსტის” თეირანის ბიუროს 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა.