მორიგი თავდასხმა ისრაელში. პალესტინელი მოზარდი თავს ისრაელის 4 მოქალაქეს დაესხა. ებრაელებს მან ქუჩაში მანქანა დააჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი მძიმედ დაშავდა, 3-მა კი შედარებით მსუბუქი ტრავმები მიიღო. პოლიციამ თავდამსხმელის დაკავება შეძლო. ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა აიფეთქა, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაშავდა.