სირიის სამთავრობო ძალები ისლამისტებს უტევენ. ლიბანური რადიკალური დაჯგუფების, “ჰეზბოლას” დახმარებით მათ ისლამური სახელმწიფოს პოზიციები იდლიბში, ჰამასა და ლატაკიაში შეავიწროვეს. ლატაკიაში ასადის არმია ისლამისტთა ალყაში მოქცევას ცდილობს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბოლო 2 დღის განმავლობაში შეტაკებებს 150-მდე ისლამისტი ემსხვერპლა. საჰაერო მხარდაჭერას სირიის სამთავრობო ძალებს რუსული ავიაცია უწევს.