ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ითვლიან. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ბიულეტენების დათვლის პროცესი ჯერ არ დაუსრულებია, წინასწარი მონაცემებით კი არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ლიდერობს, რომელსაც ხმა ამომრჩეველთა 83,49 პროცენტმა მისცა. საბოლოო შედეგებს ბელარუსის ცესკო უახლოეს რამდენიმე საათში დაასახელებს.