NDI და CRRC-საქართველო ხვალ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარადგენენ. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ოფისში აცხადებენ, რომ
გამოკითხვა, ძირითადად, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებსა და თვითმმართველობის ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებას მიეძღვნა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (შიდა) აფინანსებს და CRRC-საქართველო ატარებს.