ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი „უბრძოლველად დანებებას“ არ აპირებს. ამის შესახებ მან გამოცემა Schweiz am Sonntag-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „მე მებრძოლი ვარ. მათ შეუძლიათ გამანადგურონ, მაგრამ ვერ გაანადგურებენ იმ საქმეს, რომელსაც მთელი ცხოვრებაა, ვაკეთებ,“-აღნიშნა ბლატერმა. კორუფციულ სკანდალში გახვეულ ფიფას პრეზიდენტს უფლებამოსილება 3 თვით აქვს შეწყვეტილი.