ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ვადამდელი ხმის მიცემა ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯერ კიდევ 6 ოქტომბერს დაიწყო, დღეს კი კენჭისყრის ძირითადი ეტაპი მიმდინარეობს.
ალექსანდრე ლუკაშენკოს 3 ოფიციალურად დარეგისტრირებული კონკურენტი ჰყავს: "ლიბერალ-დემოკრატების" ლიდერი სერგეი გაიდუკევიჩი, დემოკრატიული მოძრაობა "ილაპარაკე სიმართლეს!" აქტივისტი ტატიანა კოროტკევიჩი და კაზაკების ატამანი ნიკოლაი ულახოვიჩი.
საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გახსნილია 6 129 საარჩევნო უბანი, აქედან 29 – ქვეყნის საზღვრებს გარეთ.საარჩევნო უბნები მინსკის დროით 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დაიხურება.