ჩრდილოეთ კორეაში გრანდიოზული აღლუმი უამინდობის გამო გადაიდო. კორეის შრომის პარტიის შექმნის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი ფხენიანში დღეს უნდა გამართულიყო. ძლიერი წვიმის გამო კიმ ჩენ ინმა ღონისძიება დროებით შეაჩერა. დილით ის კიმსუსანის სასახლეში იმყოფებოდა, სადაც მამის და ბაბუის აკლდამები მოინახულა.