რუსეთი სირიის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს დათანხმდა. ამის შესახებ პენტაგონის პრეს-მდივანმა პიტერ კუკმა განაცხადა. მისივე თქმით, მოლაპარაკებები სავარაუდოდ დღეს საღამოს ან ხვალისთვის დაიწყება. მანამდე ამერიკის თავდაცვის მინისტრი ეშტონ კარტერი აცხადებდა, რომ სირიაში საჰაერო ოპერაციების წარმოებას რუსეთთან შეთანხმებით არ აპირებდა.