სირიაში ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მეთაურის მოადგილე ჰოსეინ ჰამედანი მოკლეს. ამის შესახებ ლიბანური ტელეარხი „ალ მაიადინი“ იტყობინება. გენერალი ასადის არმიას კონსულტაციებს უწევდა. გავრცელებული ინფორმაციით, ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანი ალეპოში 7 ოქტომბერს დაიღუპა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.