საფრანგეთი კოალიციის საჰაერო ოპერაციებში კიდევ ერთხელ ჩაერთო. Rafale-ს ტიპის ავიაგამანადგურებლებმა ისლამური სახელმწიფოს პოზიციები რაკის რაიონში დაბომბეს. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, ავიადარტყმები ტერორისტთა საწვრთნელ ბაზებზე განხორციელდა. პირველად საფრანგეთი ანტიტერორისტულ ოპერაციაში 27 სექტემბერს ჩაერთო.