ევროპამ უარი უნდა თქვას რუსეთისთვის დაწესებულ უშედეგო სანქციებზე. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა გაზეთ „ფიგაროსთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ევროკავშირმა რუსეთთან სანქციების რეჟიმი უნდა გააუქმოს, რადგანაც ეს სანქციები პოლიტიკური თვალსაზრისით უშედეგოა. გადახედეთ რუსეთის წარსულს. რუსეთი ძლიერი ქვეყანაა და სანქციებითა და ზეწოლით პოლიტიკური კურსიდან ვერავინ გადაახვევინებს,“-აღნიშნა ნაზარბაევმა.