კოალიცია ქართულ ოცნებაში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავენ. ამ ეტაპზე ყოფილ პრემიერთან რაიმე სახის კონსულტაციებს ლიდერები არ ადასტურებენ, თუმცა მიჩნიათ, რომ ივანიშვილის პოლიტიკური გააქტიურება კოალიციას დივიდენდებს შესძენს.
კოალიციაში ახალი სახეებს უკვე არჩევენ. დახურული კონსულტაციები ინტენსიურად მიმდინარეობს. სახეების წარდგენა კოალიციაში ეტაპობრივად ახალ წლამდე მოხდება.
კოალიცის წევრთა ნაწილი პარტიის ახალ სახეებთან დახურულ რჟიმში კონსულტაციებით უკმაყოფილოა, თუმცა პარტიის რებრენდინგის აუცილებლობზე საუბრობს. საკუთარი რეკომენდაციები დღეს დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ მედიას გააცნო.
გავრცელებული ინფორმაციით, განსხვავებული იდეოლოგიის გამო, კოალიციას რესპუბლიკელებს დაატოვებინებენ. რესპუბლიკელები კი კოალიციის დატოვებას ჯერჯერობით არ გეგმავენ.
გვრცელებული ინფორმციით, 2016 წლის დასაწყისში ყველა რაიონულ ორგანიზაციას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება.