თურქეთმა შესაძლოა რუსულ გაზზე უარი თქვას. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოგანმა განაცხადა.
ანკარას მუქარის მიზეზი რუსული თვითმფრინავების მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევები გახდა, რასაც თურქეთის ხელისუფლების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.
ერდოგანის თქმით, თურქეთმა უარი შესაძლოა არამხოლოდ რუსული გაზის იმპორტზე თქვას, არამედ აკუიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა რუსეთის დახმარების გარეშე გააგრძელოს.