უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ვიქტორ შური გაასამართლეს. ბრიანსკის სასამართლომ მას 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული გასულ წელს ბრიანსკის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ობიექტების შესახებ საიდუმლო მასალებს აგროვებდა და უკრაინულ სპეცსამსახურებს უგზავნიდა. პროცესზე განსასჯელმა ბრალდება აღიარა.