ტრაგიკული ინციდენტი იემენში. არაბული კოალიციის ავიაციამ სანბანის დასახლებული რაიონი დაბომბა. ერთი ჭურვი შენობასთან დაეცა, სადაც საქორწინო ცერემონია ტარდებოდა. აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. ქორწილი ერთ-ერთი ადგილობრივი ტომის მეთაურმა მოაწყო, რომელიც მხარს ხუსიტ ამბოხებულებს უჭერდა. კოალიცია იემენში საჰაერო იერიშებს მას შემდეგ ახორციელებს, რაც ხუსიტებმა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს.