რუსეთის ფედერაცია ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა ასადის რეჟიმის მხარდაჭერაზე. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ალიანსის მინისტერიალზე განაცხადა. „ერთადერთი, რაც ჩვენ სირიაში გვსურს, არის საომარი მოქმედებების შეწყვეტა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის პროცესის დაწყება. ამ პროცესში რუსეთმა კონსტრუქციული როლი უნდა ითამაშოს,“-აღნიშნა სტოლტენბერგმა.