რუსეთი ავიადარტყმებს სირიის ოპოზიციაზე ახორციელებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა. მისივე თქმით, ისლამური სახელმწიფოსა და ალ-ქაიდას პოზიციებზე რუსული ავიადარტყმების მხოლოდ 10 პროცენტი მოდის, საჰაერო იერიშები კი ძირითადად ოპოზიციურ დაჯგუფებებზე ხორციელდება. რუსეთმა სირიაში საჰაერო ოპერაციები 30 სექტემბერს დაიწყო.