ვოლკსვაგენის ამერიკის განყოფილების უფროსი დღეს კონგრესში სიტყვით გამოვა. მაიკლ ჰორნი ამერიკელ კანონმდებლებს ბოდიშს საჯაროდ მოუხდის. ამის შემდეგ ის კონგრესმენთა შეკითხვებს უპასუხებს, რომელიც ავტოკონცერნის გარშემო აგორებულ სკანდალს უკავშირდება. საქმე ეხება 4-ცილინდრიან დიზელის ძრავებს, რომელმაც შეერთებულ შტატებში ეკოლოგიური ტესტი ვერ გაიარა. ამის გამო ვოლკსვაგენმა ამერიკული ბაზრიდან საკუთარი მანქანები ამოიღო. ავტოკონცერნს სავარაუდოდ სოლიდური ჯარიმის გადახდაც მოუწევს.