საბერძნეთის ახალმა პარლამენტმა ციპრასის მთავრობას ნდობა გამოუცხადა. მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას მხარი 155-მა დეპუტატმა დაუჭირა. ახალმა მთავრობამ მხოლოდ სირიზას და დამოუკიდებელი ბერძნების პარტიიის ნდობა მოიპოვა. კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატებს პრემიერმა ციპრასმა მიმართა. მთავრობის მეთაურმა ღიად განაცხადა, რომ ათენი საერთაშორისო კრედიტორთა წინაშე არსებულ ყველა ვალდებულებას შეასრულებს.