პარლამენტში 2016 წლის ბიუჯეტის განხილვა გრძელდება. მთავარ საფინანსო დოკუმენტს დღეს იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ასევე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებული სხდომებზე განიხილავენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ კორექტირების შემდეგ ბიუჯეტში ძირეული ცვლილებები არ შესულა, თუმცა შესაძლებელია გარკვეული გადანაცვლება მოხდეს. 2016 წლის ბიუჯეტის განხილვა რეგიონებში უახლოეს დღეებში დაიწყება.