საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ უელსში ვიზიტი დაასრულა. ბოლო შეხვედრა უელსის ასამბლეის თავმჯდომარესთან გაიმართა. ამავე დღეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უელსის ასამბლეის პლენარულ სხდომას დაესწრო. დღეს კი ქართველი დეპუტატები ლონდონში მიემგზავრებიან . საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში ხვალ დაბრუნდება.