რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იმ ობიექტების ნუსხას აქვეყნებს, რომლებიც სირიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში დაბომბა. უწყების განმარტებით, 6 ოქტომბერს რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ავიადარტყმები 12 სამიზნეზე განახორციელეს. საჰაერო იერიშების შედეგად ტერორისტთა ზურგის ინფრასტრუქტურა, სამეთაურო პუნქტები, საწვრთნელი ბაზები და იარაღის საყობები განადგურდა. საჰაერო ოპერაციებს რუსეთი სირიაში უკვე ერთი კვირაა, ახორციელებს.