ვაშინგტონი მოსკოვს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, კოალიციას ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ხელი არ შეუშალოს. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა. მისივე თქმით, საჰაერო ოპერაციების საწარმოებლად კოორდინაციაა საჭირო, რაც მუდმივ კონსულტაციებს მოითხოვს. ერნესტმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამოც, რომ რუსული ავიაგამანადგურებლები ხშირად არასწორად შერჩეულ სამიზნეებს ბომბავენ, სადაც ხშირ შემთხვევაში ტერორისტები საერთოდ არ იმყოფებიან.