ფიზიკის დარგში 2015 წლის ნობელის პრემია კანადელმა მეცნიერმა, ართურ მაკდონალდმა და იაპონელმა ტაკააკი კაჯიტამ, ნეიტრინოს ოსცილირების აღმოჩენისთვის მიიღეს.
შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის განცხადებით, მეცნიერთა ექსპერიმენტებმა, რომლებმაც აჩვენა, რომ ნეიტრინოები - სუბატომური ნაწილაკები - იცვლიან თვისებებს და აქვთ მასა, „შეცვალა ჩვენი წარმოდგენები მატერიის შიდა პროცესებზე და შესაძლოა უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდეს სამყაროს გასაგებად.“
გამარჯვებულები გაიყოფენ პრემიას, რომელიც 960,000 დოლარს უტოლდება. ოსლოში 10 დეკემბერს დანიშნულ ცერემონიაზე ორივე მიიღებს დიპლომს და ოქროს მედალს.