ანბარის პროვინციის მცხოვრებლებს ისლამისტები სასტიკად გაუსწორდნენ. ერთ-ერთ სოფელში მათ ალბუ ნიმრის ტომის 70-მდე მკვიდრი დახვრიტეს. როგორც მოგვიანებით ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა განაცხადეს, სოფლის რამდენიმე მცხოვრებმა ერაყის უშიშროების სამსახურში დაიწყო მუშაობა, რის გამოც ათობით მათი თანასოფლელი სიკვდილით დაისაჯა. ალბუ ნიმრის ტომი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ უკვე რამდენიმე წელია, იბრძვის.