თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე შეუერთდა.
"ჩვენ დღეს ვაპროტესტებთ იმას, რაც მიხეილ სააკაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას სიურპრიზად მოუმზადეს. დილით ჩატარებულ პოლიციის აღლუმზე ნათლად გამოჩნდა, რომ ეს პოლიცია ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მერაბიშვილის ინტერესებს, რადგან ჩვეულებრივ მოქალაქეებს ამ აღლუმზე დასწრების უფლება არ ჰქონდათ. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილმა დღეს საქართველოს მოსახლეობა გაყო ორად", - განაცხადა ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ 6 მაისის გიორგობის პოლიციის დღედ დაწესება საპროტესტო აქციით ვარკეთილში დღეს უკვე აღნიშნა. აქციის დროს სამართალდამცველბსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ორივე მხარეს არიან დაშავებულები.