იემენის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა. CNN-ის ინფორმაციით, რეზიდენცია ყუმბარმტყორცნებიდან დაბომბეს.
დაღუპულებს შორის არიან გაერთიანებული ემირატების არმიის ჯარისკაცებიც. თავად პრემიერ-მინისტრი არ დაშავებულა.
მანამდე კი ტელეკომპანია "ალ-არაბიამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასტუმროში, სადაც მთავრობის მეთაური განთავსდა გაჩნდა ხანძარი და ისმოდა აფეთქებების ხმა. სასტუმროსთან მისასვლელი ყველა გზა იყო გადაკეთილი.
იემენში შეიარაღებული კონფლიქტი უკვე წელიწადია, გრძელდება. საერთაშორისო კოალიცია იემენის ტერიტორიას მარტიდან ბომბავს. ქვეყნის უმეტეს ნაწილს მეამბოხეები აკონტროლებენ.
გაერო-ს მონაცემებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იემენში კონფლიქტის შედეგად 4 500-მდე ადამიანი დაიღუპა. აქედან სულ მცირე 2 110 - სამოქალაქო პირია.