საქართველო, უკრაინა და მოლდოვა თავისუფალი არჩევანის გამო ისჯება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკული CCTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ამ ქვეყნების თავისუფალი არჩევანი ევროსტრუქტურებში ინტეგრაციაა, რასაც რუსეთის ვერ ეგუება და მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ ღია აგრესიას ახორციელებს. "არც საქართველოს, არც უკრაინასა და მოლდოვას ომი არ სურს. ჩვენ თავისუფალ არჩევანს გმართვევენ, რაც რუსეთის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილია. ჩვენ გვსურს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, რისთვისაც ვისჯებით,"-აღნიშნა მარგველაშვილმა.