„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბათუმში თანაგუნდელის დაკავება გააპროტესტეს. ისინი გვიან ღამით სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობასთან შეიკრიბნენ და მომხდარს პოლიტიკური ანგარიშსწორება უწოდეს. მათი თქმით, რეზო ხარაზის დაკავება სამართალდამცველებთან შელაპარაკების მოტივით განხორციელდა. სამართალდამცველები ხარაზს წვრილმან ხულიგნობაში ადანაშაულებენ.