ნაციონალური მოძრაობა მთავრობის გადაყენებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებს იწყებს. პარტიის ლიდერებმა შესაბამისი განცხადება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე გააკეთეს. როგორც მათ განმარტეს, მოლაპარაკებების პარალელურად საპროტესტო აქციების მოწყობაც იგეგმება. უკვე ცნობილია, რომ ნაციონალური მოძრაობის ინიცატივას „ქართული დასი“ არ ურთდება. ჯონდი ბაღათურია ამგვარი თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ხედავს. ნაციონალებთან მოლაპარაკებებს გამორიცხავს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობაც.“