ბათუმის თეატრი ეჟენ იონესკოს IX საერთაშორისო თეატრალურ ბიენალეზე
მიემგზავრება 26 მაისს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი ეჟენ იონესკოს IX საერთაშორისო თეატრალურ ბიენალეზე მიემგზავრება, რომელიც მოლდოვეთის დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრიდან აცნობეს, ბათუმის თეატრი ფესტივალზე წარმოადგენს გიორგი თავაძის ბოლო ნამუშევარს "ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით", რომელიც საქართველოს უახლოეს წარსულს ასახავს და რული აგრესიის ერთგვარ პასუხს წარმოადგენს.
იმავე დღეს კიშინიოვის ნაციონალურ საკონცერტო დარბაზში ქართული ნაციონალური ბალეტის, "ლეგასის" კონცერტი გაიმართება.
ქართული პროგრამის დასრულების შემდეგ ეჟენ იონესკოს საერთაშორისო ბიენალეს გენერალური დირექტორი პეტრუ ვიტკარაუ და ბათუმის თეატრის მმართველი ზაზა ხალვაში პრესკონფერენციას გამართავენ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება.
ეჟენ იონესკოს საერთაშორისო თეატრალური ბიენალეს ორგანიზატორი კიშინიოვის ეჟენ იონესკოს სახელმწიფო თეატრია, რომელიც მოლდოვეთის მთავრობის პატრონაჟით ხორციელდება.
იონესკოს IX საერთაშორისო ბიენალეში რუსეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ინდოეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, თურქეთის, ესტონეთის და უკრაინის წარმომადგენელები მიიღებენ მონაწილეობას.