შეტაკებები სირიაში. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ლატაკიაში რუსული სამხედრო ბაზა დაბომბეს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ცნობილი ხდება ისიც, რომ სირიის ოპოზიციურმა ძალებმა რეგიონის მუსლიმანურ ქვეყნებს რუსეთისა და ირანის ალიანსის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდეს. ალ ქაიდამ კი ყოველ დატყვევებულ რუს ჯარისკაცზე ჯილდოდ 21 ატასი დოლარი დააწესა.