ტერაქტების სერია ერაყში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად დიალას და ბასრას პროვინციები გახდა. ხალისსა და ეზ-ზუბაირში ასაფეთქებელი მოწყობილობები შიიტურ რაიონებში ამოქმედდა. ტერაქტებს 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 80-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამური სახელმწიფოს რადიკალურმა დაჯგუფებამ აიღო.