ახლო აღმოსავლეთში ვითარება გაცილებით უფრო სტაბილური იქნებოდა, ხელისუფლებაში სადამ ჰუსეინი და მოამარ გადაფი რომ დარჩენილიყვნენ. მორიგი სკანდალური განცხადება აშშ პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა გააკეთა. „შეხედეთ, რა ჩავიდინეთ ლიბიაში ანდა როგორი ქაოსი შევქმენით ერაყში. ასეთივე ვითარებაა დღეს სირიაშიც. ეს არ მოხდებოდა, ჰუსეინი და გადაფი ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ“-აღნიშნა ექსცენტრულმა მილიარდერმა ტელეკომპანია NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.