ჩინეთს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. ყველაზე დიდი ზარალი ქარიშხალმა მუჩჯიგემ გუანდურის პროვინციას მიაყენა. სტიქიამ 6 ადამიანი იმსხვერპლა, 200-ზე მეტი დაშავდა, 16 კი დაკარგულად ითვლება. ქარიშხალმა მწყობრიდან გამოიყვანა ადგილობრივი ელექტროგადამცემი სისტემაც, რის გამოც 410 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. დაზიანდა წყალსადენიც. ამ დროისათვის სასმელი წყალს 480 ათასამდე ადამიანი ვერ იღებს. სტიქიური უბედურების ზონიდან 870 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.