საპროტესტო აქცია ბელარუსში. არასანქცირებული მსვლელობები მინსკის ცენტრში ოპოზიციის ლიდერებმა მოაწყვეს. ისინი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ავიაბაზის განთავსებას აპროტესტებდნენ. აქციის ორგანიზატორთა თქმით, კონსტიტუციით ბერალურსს ნეიტრალური სტატუსი აქვს და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანას საკუთარ ავიაბაზას დაუთმობს, ავტომატურად სამხედრო ბლოკში გაერთიანდება, რაც დაუშვებელია. მომიტინგეებმა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია და სირიაში წარმოებული საჰაერო ოპერაციებიც დაგმეს.