გვატემალაში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, სანტა-კატარინა-პინულას რაიონში ჩამოწოლილმა მეწყერმა 131 ადამიანი იმსხვერპლა, 300-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება.
სამაშველო სამუშაოები სტიქიური უბედურების ზონაში ამ წუთებშიც გრძელდება. მასში გვარდიის ნაწილები და მძიმე ტექნიკაა ჩართული.