მასობრივი არეულობები აღმოსავლეთ იერუსალიმში. პალესტინელებმა ალ-აკსას მეჩეთთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, რომლის მიხედვითაც, ქალაქის ძველ ნაწილში პალესტინელებს შესვლა აეკრძალათ.
რადიკალური გადაწყვეტილება ებრაულმა მხარემ მას შემდეგ მიიღო, რაც ახალგაზრდა პალესტინელმა ძველ იერუსალიმში ისრაელის 2 მოქალაქე მოკლა, 2 კი მძიმედ დაჭრა.