რუსული ავიაგამანადგურებლები სირიაში ისლამისტთა პოზიციებს ბომბავენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ავიადარტყმები ისლამისტთა 8 ობიექტზე განხორციელდა.
რუსების მთავარი სამიზნე ჯისრ ალ-შუგურის რაიონი გახდა. საჰაერო იერიშების შედეგად იარაღის რამდენიმე საწყობი განადგურდა.
ავიადარტყმებს რუსეთი სირიაში 30 სექტემბრიდან ახორციელებს.