გერმანიის კანცლერის პოპულარობა ეცემა. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები სამაუწყებლო კორპორაცია ARD-მა გამოაქვეყნა.
როგორც ირკვევა, მერკელის პოლიტიკას მხარს დღესდღეობით გერმანიის მცხოვრებთა 54 პროცენტი უჭერს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 9 პროცენტით ნაკლებია.
კანცლერის რეიტინგის დაცემა გერმანიაში მიგრანტთა ნაკადის შედინებას უკავშირდება.