ფხენიანი ვაშინგტონს სამშვიდობო შეთანხმებას სთავაზობს. შესაბამისი ინიციატივით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი ლი სუ იონი გამოვიდა.
„ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება მზადაა შეერთებულ შტატებთან კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს, რაც კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს,“-აღნიშნა დიპლომატმა.