ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას თალიბანი იღებს. ამის შესახებ რადიკალური დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა ზაბიულა მუჯახიდმა განაცხადა. მისივე განმარტებით, დაღუპულთა რაოდენობა 15-ს აჭარბებს.
„ჰერკულეს С-130“-მა კატასტროფა გვიან ღამით ჯალალაბადის აეროპორტთან განიცადა. ნატოს სამეთაურო შტაბი ინციდენტში თალიბთა მონაწილეობას ჯერჯერობით ვერ ადასტურებს.