ევროკავშირმა, უკრაინაში ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად 3,5 მილიონი ევრო გამოყო. უკრაინული მედიის ცნობით, თანხა ადგილობრივ და საერთაშორისო სამონიტორინგო ორგანიზაციებს გადაეცემა.
"ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას და ფინანსურ დახმარებას უწევს იმ პროექტებისთვის, რომლებიც, მიღებული დემოკრატიული სტანდარტების მიხედვით, სამართლიანი, გამჭვირვალე და ღია არჩევნების ჩატარებისკენ არის მიმართული", - აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები 25 ოქტომბერს ჩატარდება. ხმის მიცემის პროცედურა არ გაიმართება დონეცკისა და ლუგანკის თვითაღიარებული რესპუბლიკების ტერიტორიაზე, ასევე ყირიმში. დონეცკსა და ლუგანსკში საკუთარი არჩევნების ჩატარება იგეგმება.