სკაიპის საუბრები სინქრონულად გადაითარგმნება. ახალი Translator სერვისი უკვე ამუშავდა. მომსახურება 6 ენაზეა (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ჩინური, ესპანური) შესაძლებელი. როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რაც უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს ახალი სერვისით, სისტემა ტექნიკურად უფრო დაიხვეწება. Translator სერვისი ტექსტური შეტყობინებების თარგმნასაც უზრუნველყოფს.