მოსკოვი “სირიის თავისუფალ არმიას” ტერორისტულ დაჯგუფებად არ განიხილავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ორგანიზაცია პოლიტიკურ პროცესებში უნდა ჩაერთოს, რაც კრიზისის მოგვარების ერთგვარი წინაპირობა იქნება.
“კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენს ერთადერთ სამიზნეს სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტული დაჯგუფება წარმოადგენს,”-აღნიშნა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.