მასშტაბური ტერორისტული აქტი ორეგონში. ქალაქ როუზბურგის კოლეჯს თავს ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ტერორისტი ერთ-ერთ აუდიტორიაში ფანჯრიდან გადაძვრა, ოთახში მყოფებს იატაკზე დაწოლა აიძულა და იმის გარკვევას შეეცადა, თუ რომელი რელიგიის მიმდევრები იყვნენ სტუდენტები. ამის შემდეგ მან მძევლებს ცეცხლი გაუხსნა, მოგვიანებით კი მეორე აუდიტორიაში გადაინაცვლა და კიდევ რამდენიმე ადამიანი მოკლა. ინციდენტს 10 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა. თავდამხმელი პოლიციის მიერ ადგილზე იქნა ლოკალიზებული. ტერორისტის ვინაობა პოლიციამ უკვე დაადგინა. ის 26 წლის ორეგონელი კრის ჰარპერ მასერია.