ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის საჰაერო იერიშებს სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა, მაშინვე გაავრცელეს, როგორც კი თვითმფრინავები აფრინდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „ჩვენს წინააღმდეგ საინფორმაციო დარტყმებს ახორციელებენ და ამისთვის მზად ვართ. სხვა ქვეყნები უკვე წელიწადზე მეტია, სირიის ტერიტორიას ბომბავენ. მათ არც გაეროს უშიშროების რეზოლუცია ჰქონდათ და არც სირიის ხელისუფლებას უთხოვია ამის გაკეთება. ჩვენ კი სირიის მოქმედმა ხელისუფლებამ დახმარება გვთხოვა და მზად ვართ ტერორისულ ორგანიზაციებს ვებრძოლოთ,“-აღნიშნა პუტინმა.