,,დავეთანხმე იმ მოსაზრებას, რომელიც იყო გამოთქმული, რომ საქართველო აქტიური რადარებიდან გაქრა”, - ამის შესახებ საქართველოს პრეზინდეტმა გიორგი მარგველაშვილმა, აშშ-ში საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრაზე კითხვა საერთაშორისო რადარებიდან საქართველოს გაქრობასთან დაკავშირებითაც დაუსვეს.
„პასუხი რა უნდა გაკეთდეს, ამაზე დარბაზის პირველ რიგებში შეგიძლიათ იხილოთ, ხედავთ არაერთი ქართველი პოლიტიკოსების დელეგაციას, რომელიც ვაშინგტონში არის, ქართული დელეგაცია დღეს ნიუ იორკში მუშაობს. ეს არის აქტიური და აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ქართული პრობლემატიკა და საკითხები შეერთებული შტატების რადარებთან მივიტანოთ,“- აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის ასშ-ში ვიზიტი გრძელდება.